გავიარე ინტელის ტრენინგი,ტრენერი- მარეხი ჯელაძე,რუსთავის 25-ე საჯარო სკოლაში,36 საათი.სადაც შევისწავლეთ თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.როგორ განვსაზღვროთმათი მომზადებისტვის საჭირო სავარაუდო დრო.ასევე როგორ ვიმუშაოთ საწავლო პროექტის გეგმაზე. .
მთავარი კითხვა:
- როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
საკვანძო კითხვები:
- როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
- როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?
- ამოცანები:
- ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა;
- პროექტის პორტფოლის შექმნა;
- პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
- პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად;
- ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის განხორცილება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
- ტრენინგის შესახებ:
მეთოდები: კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ. ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა. - კურსი მოიცავდა 8 მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობაა 9 ოთხსაათიანი ტრენინგი(სულ 36 საათი
- I მოდული - პროექტის მოთხოვნების გაცნობა;
- II მოდული - მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა;
- III მოდული - ინტერნეტ-რესურსების გამოყენება პროექტში;
- IV მოდული - მოსწავლეთა ნიმუშების შექმნა;
- V მოდული - მოსწავლეთა პროექტების შეფასება;
- VI მოდული - ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება (დიფერენვირებული სწავლება)
- VII მოდული - ფასილიტაციის რესურსების შექმნა;
- VIII მოდული - პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
- 20014წლის მაისში გავიარე ტრენინგი//ქართული ენის სწავლების სტრატეგიები'' ტრენერი ლელა ახალაია,რუსთავის 23-ე საჯარო სკოლაში,დრო-20 საათი.სადაც შევისწავლეთ წერისა და კითხვის სტრატეგიები,ესეს წერა.