понедельник, 8 декабря 2014 г.

გავიარე ინტელის ტრენინგი,ტრენერი- მარეხი ჯელაძე,რუსთავის 25-ე საჯარო სკოლაში,36 საათი.სადაც შევისწავლეთ თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.როგორ განვსაზღვროთმათი მომზადებისტვის საჭირო სავარაუდო დრო.ასევე როგორ ვიმუშაოთ საწავლო პროექტის გეგმაზე. 
მთავარი კითხვა:
  • როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
საკვანძო კითხვები:
    • როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
    • როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?
    • ამოცანები:
      • ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა;
      • პროექტის პორტფოლის შექმნა;
      • პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
      • პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად;
      • ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის განხორცილება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
      • ტრენინგის შესახებ:
        მეთოდები: კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ. ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა. 
      •  კურსი მოიცავდა 8 მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობაა 9 ოთხსაათიანი ტრენინგი(სულ 36 საათი
      • I მოდული - პროექტის მოთხოვნების გაცნობა;
      • II მოდულ - მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა;
      • III მოდული - ინტერნეტ-რესურსების გამოყენება პროექტში;
      • IV მოდული - მოსწავლეთა ნიმუშების შექმნა;
      • V მოდული - მოსწავლეთა პროექტების შეფასება;
      • VI მოდული - ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება (დიფერენვირებული სწავლება)
      • VII მოდული - ფასილიტაციის რესურსების შექმნა;
      • VIII მოდული - პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.


  • 20014წლის მაისში გავიარე ტრენინგი//ქართული ენის სწავლების სტრატეგიები''  ტრენერი ლელა ახალაია,რუსთავის 23-ე საჯარო სკოლაში,დრო-20 საათი.სადაც შევისწავლეთ წერისა და კითხვის სტრატეგიები,ესეს წერა.